კვიპროსის ხელისუფლებამ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ალი აკბარ სალეხი მას შემდეგ მალე დააპატიმრა, რაც ის ნიქოზიის საერთაშორისო აეროპორტში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ანატოლიის სააგენტო კვიპროსის მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სალეხი, რომელიც კვიპროსში თავისი კვიპროსელი კოლეგის მიწვევით იმყოფებოდა ხელისუფლების მიერ აეროპორტში იმის გამო იქნა დაკავებული, რომ იგი ევროკავშირის პერსონა ნონ-გრატების სიაშია. აეროპორტის ტერორიზმთან ბრძოლის სამსახურმა მინისტრი კვიპროსის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩარევის შემდეგ გაათავისუფლა.
გავრცელებული ინფორმაციით, სკანდალმა დროებითი დაძაბულობა გამოიწვია, თუმცა შეცდომა მალევე გამოსწორდა. ვრცელდება ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კვიპროსმა ირანს ამის გამო ბოდიში მოუხადა და მომხდარს "გაუგებრობა" უწოდა.