ხვალ, 29 ივნისს, 16.30 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი გალაკტიონ ტაბიძის საღამოს გამართავს.
ღონისძიება სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენით - "გალაკტიონი ახალგაზრდა მხატვრების თვალით" გაიხსნება, თსუ თეატრი "სხვენი" გამართავს პოეზიის საღამოს "გალაკტიონი", ხოლო დასასრულს შედგება მრგვალი მაგიდა თემაზე - "გალაკტიონი და თანამედროვეობა."