ე.წ. "მასთ ქერისთან" დაკავშირებით კანონპროექტი პარლამეტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, პირველი მოსმენით, 81 ხმით, ერთხმად მიიღო.
კანონპროექტის თანახმად, "საარჩევნო კდოექსის" 51-ე მუხლს მე-17 პუნქტი ემატება. კერძოდ, საერთო არჩევნების გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლიდან არჩევნების დღემდე პერიოდში, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი, ვალდებულია მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული ყველა საერთო მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში. ამ პუნქტის სატელიტური მაუწებლობის ლიცენზიით მაუწყებლობის არეალს წარმოადგენს ქვეყნის მთელი ტერიტორია. ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშვება ტრანზიტული გავრცელებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
ცვლილებას პარლამენტი ხვალისთვის დაგეგმილ რიგგარეშე სხდომაზე მეორე და მესამე მოსმენით განიხილავს და კენჭს უყრის.