ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი უკანონოდ დააჯარიმა და სასამართლო პროცესი არ ეფუძნებოდა საქმის ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.
"ივანიშვილის დაჯარიმება არ იყო კანონის შესაბამისი შემდეგი მიზეზების გამო: შეიზღუდა დაცვის უფლების განხორციელება, გარკვეულ საკითხებზე კონტროლის პალატის პოზიცია არ იყო გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით, არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის არც ერთი მნიშვნელოვანი შუამდგომლობა, _ ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას გამოვლინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი კერძოდ: სამართალდარღვევის ოქმის შედგენის პროცედურული საკითხების უგულებელყოფა, სასამართლოს სხდომების განრიგი საჯარო არ იყო, განსაკუთრებულად გამკაცრებული იყო უსაფრთხოების ზომები, შეიზღუდა მობილური ტელეფონების, ჩამწერებისა და სხვა ელექტრომოწყობილობების შეტანა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო განხილვების მიმართ დიდი იყო სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დაინტერესება, სასამართლომ აღნიშნული სხდომების გამო კონტროლი გაამკაცრა. სასამართლოს სხდომები საზოგადოების დიდი ინტერესის მიუხედავად უკიდურესად მცირე დარბაზში მიმდინარეობდა.
სიას ინფორაციით, სასამართლოში დამკვიდრებული წესის შესაბამისად, თითოეულ მოსამართლეს მიკუთვნებული აქვს კონკრეტული სასამართლო დარბაზი და მისი დავები გამონაკლისების გარდა მუდმივად იქ განიხილება. ივანიშვილის საქმეებიდან, ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა შპს "გლობალ კონტაქტ კონსალტინგთან" დაკავშირებული საქმე, რამდენადაც მოსალოდნელი იყო ივანიშვილის 126 მილიონით დაჯარიმება. აღნიშნული საქმის განხილვა დაევალა მოსამართლე კობა გოცირიძეს, რომელიც დავებს განიხილავს ადმინისტრაციული ყველაზე მცირე ზომის დარბაზში, სადაც მხოლოდ 8 პირის დასწრებაა შესაძლებელი. დარბაზის სიმცირის გამო განხილვის დღეს დარბაზის კარებთან რიგი შეიქმნა. სხდომის გახსნისთანავე ყველა ადგილი მაშინვე დაიკავეს, რის გამოც ბევრმა ჟურნალისტმა და სხვა დაინტერესებულმა პირმა ვერ შეძლო შესვლა,_ ნათქვამია განცხადებაში.
მოხდეს.
გავრცელებული განცხადების თანახმად, ზემოაღნიშნულ საქმეებზე თსს-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" გააგრძელებენ მონიტორინგს.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 11 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების კობა გოცირიძისა და ნანა დარასელიას მიერ ივანიშვილი ჯამში 148 მილიონ 650 ათას 131 ლარით დაჯარიმდა.