ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მაგისტრალის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული განსაზღვრული სამუშაოების ზოლში მოხვედრილი, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ექსპროპრიაციას იწყებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის №1-1/1330 ბრძანებულების მიხედვით, 14 კერძო მესაკუთრის უძრავი ქონების ექსპროპრიაციას მოახდენს.
"საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ ბრძანებისპირველ პუნქტში მითითებული ქონების ექსპროპრიაციის მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს დავით გიორგაძეს"- აღნიშნულია ვერა ქობალიას ბრძანებაში.