"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერებმა გიორგი თარგამაძემ და გიორგი ახვლედიანმა ქუთაისში სტუდენტებთან და აბიტურიენტებთან შეხვედრისას განათლების სოციალურ პოლიტიკაზე ისაუბრეს.
შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, სადაც გიორგი თარგამაძემ, და გიორგი ახვლედიანმა ახალგაზრდებს განათლების საკითხებთან დაკავშირებით "ქრისტიან-დემოკრატების" უმაღლესი განათლების პროგრამა გააცნეს.
პროგრამაში გათვალისწინებულია სტუდენტების დასაქმება და ასევე სწავლის საფასურის შემცირება. პროგრამის მიხედვით, საატესტატო გამოცდების მინიმალური ზღვარის გადალახვის შემთხვევაში, ყველა სტუდენტმა 50%-იანი დაფინანსება უნდა მიიღოს, დანარჩენი საფასურის გადახდა კი, სტუდენტის სწავლის ხარისხზე უნდა იყოს დამოკიდებული.
მოძრაობის ლიდერის განცხადებით, განათლების სწორი პოლიტიკის შემთხვევაში არ დარჩება არც ერთი სტუდენტი, რომელსაც დაფინანსება არ ექნება, ამისთვის კი ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხის გათვალისწინება უნდა მოხდეს და საგრანტო საფინანსებაზე დამატებითი 20 მილიონი ლარი გამოიყოს.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ახალგაზრდა ოჯახების პრობლემებს, რეგიონიდან ჩამოსული სტიდენტებისათვის საცხოვრბეელი პირობების შექმნასა და სტუდენტებისათვის ტრასპორტირების შეღავათების საკითხებსაც
„კარგია, რომ ეროვნულ გამოცდებში აღმოიფხვრა კორუფცია, მაგრამ მთავარი ამოცანა და მიზანი არის ახალგაზრდობისთვის ხაირსხიანი განათლების მიცემა და რაც მთავარია ეს განათლება ყველასათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. დღეს დაიწყო გამოცდები, ათასობით აბიტურიენტი გახდება სტუდენტი მაგრამ მათგან 10% მთლიანობაში ათიათასამდე სტუდენტი სოციალური პრობლემების გამო ვერ შეძლებს სწავლის გაგრძელებას . ჩვენი წინადადება ითვალისიწინებს სწორედ იმ საბაზისო წინაპირობების შექმნას, რომლის შედეგადაც ახალგარზდა არ მოწყდება სასწავლო პროცესს. განაცხადა გიორგი თარგამაძემ.