რუსეთი არავის მისცემს უფლებას, რომ მას "ძალის ენაზე" ესაუბრონ და ოპერატიულად და ადეკვატურად უპასუხხებს ნებისმიერ საფთხეს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში, სამხედრო სასწავლებლების კურსდამთავრებულებთან, გამართულ შეხვედრაზე.
"რუსეთს არასოდეს მიუცია ნება და არც მიცემს არავის, ესაუბრონ მას ძალის ენაზე. სახელმწიფოს სამხედრო ორგანიზაციის ამოცანაა - გარანტირებულად უზრუნველყოს მშვიდობა, ჩვენი ქვეყნის იტერესები და სუვერენიტეტი. ოპერატიულად და ადეკვატურად უპასუხოს ნებისმიერ საფრთხეს, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს", - განაცხადა პუტინმა.
მან თანამედროვე არმიის შექმნას, ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების "საერთონაციონალური პრიორიტეტი" უწოდა.
"თავდაცვის პოლიტიკის მშენებლობისას ჩვენ ორიენტირებულნი ვიქნებით სამხედრო მშენებლობაში ყველაზე თანამედროვე ტენდენციებზე. მათ საფუძველზე გავაგრძელებთ შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას, და თანმიმდევრულად მოვახდენთ მისი ახალი სახის ფორმირებას", - აღნიშნა პუტინმა.