ხვალ, 29 ივნისს, NDI წინასაარჩევნოდ არსებული ვითარების შესახებ დაკვირვების თავდაპირველ შედეგებს წარმოადგენს. როგორც, ჟურნალისტებთან აშშ-ში NDI-ის ხელმძღვანელმა ტენეტ ვოლეკმა განაცხადა საქართველოში NDI-ის
გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების ჩამოსვლა ივლისში იგეგმება.
,,ჩვენ ხვალ, 11:00 საათზე სასტუმრო თბილისის მერიოტში წინასაარჩევნო პროცესზე დაკვირვების საწყის შედეგებს წარვადგენთ. გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების ჩამოსვლა კი ივლისში იგეგმება", - განაცხადა ჟურნალისტებთან ვოლეკმა.