რეჟისორ გიორგი ბარაბაძის მხატვრული ფილმი "სახლი გზის პირას" შემოდგომაზე გამოვა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" რეჟისორმა გიორგი ბარაბაძემ განუცხადა, ფილმის "სახლი გზის პირას" სიუჟეტში 1993 წლის სოხუმის დაცემაა გადმოცემული. ფლმში აღწერილია აღნიშნულ დროს სამი ქალის ისტორია.
ამჟამად მიმდინარეობს ფილმის მონტაჟი, ხოლო გადაღებები ანაკლიაში გაიმართა.
ფილმში "სახლი გზის პირას" მონაწილეობენ მსახიობები: ქეთი ცხაკაია, ლია კაპანაძე და ნინო კასრაძე. პროდიუსერი ქეთევან გალდავაძე, წარმოება შპს ბასტრა.