საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური თავის იაპონელ კოლეგას შეხვდება. სახელმწიფო კანცელარიის პრესამსახურის ინფორმაციით, იაპონიაში ვიზიტის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური შეხვდება იაპონიის პრემიერ-მინისტრს იოშიკო ნოდას (Yoshihiko Noda).
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან კაზუიუკი ჰამადასთან (Kazuyuki Hamada), საერთაშორისო თანამშრომლობის იაპონიის ბანკის (JBIC) მმართველობის წევრთან ბატონ მაედასთან და ჯაპან ტობაქო ინკ. (JTI) ვიცე-პრეზიდენტთან იუნიჩი ფუკუჩისთან (Junichi Fukuchi).