სექტემბერში საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის ვიზიტი იგეგმება. აღნიშნულის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ნატო-ში გაწევრიანების გზაზე მყარი ნაბიჯებით მიიწევს წინ, რისი ნათელი მაგალითი იყო ჩიკაგოს სამიტის გადაწყვეტილებები და ასევე, მნიშვნელოვანია ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის ვიზიტი საქართველო- ნატოს ურთიერთობების განმტკიცებისათვის.