წინასაარჩევნო პროცესებზე დაკვირვების მიზნით IRI-ს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები საქართველოში 24-26 ივლისს ჩამოვლენ. როგორც ჟურნალისტებთან, IRI -ს წარმომადგენელმა საქართველოში ანდრია კირბსმა განაცხადა გრძელვადიანი მისიის წარმომადგენლები საქართველოს რამდენიმე რეგიონში განთავსდებიან.
"გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისები საქართველოში 24-26 ივლისს ჩამოვლენ და ისინი განლაგდებიან სამეგრელოში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, კახეთში, აჭარაში. გრძელვადიანი დამკვირვებლები ჩაატარებენ მოსამზადებელ სამუშაოებს და კარგად მომზადებული დახვდებიან მოკლევადიან სადამკვირვებლო მისის წარმომადგენლებს, რომლებიც არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ჩამოვლენ. Mმოკლევადიანი დამკვირვებლები წარმოდგენილი მთელი საქართველოს მასშტაბით", - განაცხადა ანდრია კირბსმა.