ღირს გამეორება იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა არ უჭერს მხარს კონკრეტულ პირს და პარტიას მიმდინარე საარჩევნო პერიოდში, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ელჩის განცხადებით, აშშ მხარს უჭერს ქვეყანას დემოკრატიული ინსტიტუტებისა და დემოკრატიის განმტკიცებაში.
"ღირს გამეორება იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა არ უჭერს მხარს კონკრეტულ პირს და პარტიას მიმდინარე საარჩევნო პერიოდში. ის დამხარების პროგრამები, რომელსაც აშშ-ის მთავრობა საქართველოში ახორციელებს, მიმართულია ამ ქვეყნის ხალხის ხელშესაწყობად, დემოკრატიული კულტურის გასაღრმავებლად, საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაძლებლობის მისაცემად, რომ თვითონ უკეთ შეძლონ დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება და წარმართვა, რათა საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავად აირჩიო საკუთარი მომავალი", -განაცხადა ჯონ ბასმა და აღნიშნა, რომ უმთავრესი ამოცანაა, ხალხს ჰქონდეს გაზრდილი ნდობა დემოკრატიული პროცესებისადმი.