რუსეთმა, გაეროს უშისროების საბჭოს სხვა წევრებთან ერთად, მხარი დაუჭირა სპეცწარგზავნილის კოფი ანანის ახალ გეგმას, რომელიც სირიის საკითხისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე იქნება განხილული.
ანანის გეგმის მიხედვით, სირიაში უნდა შეიქმნას გარდამავალი მთავრობა, რომელშიც შევლენ პრეზიდენტ ბაშარ ასადის მომხრეებიც და ოპოზიციის წარმომადგენლებიც.
ის პირები, რომელთა მთავრობაში ყოფნამ შესაძლოა გაართულოს მშვიდოობიანი დარეგულირების პროცესი გარდამავალ მთავრობაში არ უნდა შევიდნენ.
ასეთ პირებს შორის შესაძლოა მოხვდეს ქვეყნის პრეზიდენტი ბაშარ ასადიც, თუმცა ამ ეტაპზე მისი სახელი ნახსენები არ ყოფილა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სირიის საკითხთან დაკავშირებით ტელეფონით ესაუბრა კოფი ანანს. საუბრის შინაარს რუსეთის საგარეო უწყება არ ახმოვანებს.
კოფი ანანის წინა გეგმას, რომელიც ასევე ითვლისწინებდა სირიაში არსებული ვითარების მშვიდობიან დარეგულირებას ჩავარდა.
დღეს მოკოვში აშშ-ის სსახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ჩავა, როომელიც ხვალ, სირიის და სხვა აქტუალუს დაკითხებთან დაკავშირებით, სერგეი ლავროვთან. მოპლაპარაკებებს გამართავს.