თუ ,,სახალხო კრების" ლიდერები ,,ქართული ოცნების" სახელითY მაჟორიტარებად კენჭს იყრიან, ეს ნიშნავს იმას, რომ ,,ქართულ ოცნებას" და ,,სახალხო კრებას" შორის თანამშრომლობა შედგა, _ განაცხადა ჟურნალისტებთან ,,სახალხო კრების" ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.
,,ბურჯანაძე არის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი ,,სახალხო კრების" და მე ამაყი ვარ ამით. ის რომ ,,სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს ყველა წევრი აცხადებს, რომ ჩვენ ვართ ერთიანი და ის, რომ იგივე ლუკა კურტანიძე და სოსო ჯაჭვლიანი, აცხადებენ, რომ სწორედ "სახალხო კრების გადაწყვეტილებით იმოქმედებენ და "სახალხო კრების" წევრებად რჩებიან, ეს ლაპარაკობს სწორედ იმაზე, რომ "სახალხო კრების" პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის და იქნება ერთიანი. Kკიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ "სახალხო კრების", ლიდერების ნაწილი იყრის კენჭს, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ჩვენი საერთო გადაწყვეტილებაა და, შესაბამისად ამ ფორმით, იმ ფორმით, თუ სიღრმისეულად. თუ ნაწილობრივ სიღრმისეულად თანამშრომლობა ჩვენსა და "ქართულ ოცნებას" შორის შედგა", _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ბურჯანაძე ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, თუ რა სახით მოხდება თანამშრომლობა ,,ქართულ ოცნებასთან", თუმცა არ გამორიცხავს, რომ მაჟორიტარების კანდიდატურებს რამდენიმე ადამიანი კიდევ დაემატოს.
,,არ არის გამორიცხული რამდენიმე ადამიანის გვარი და სახელი დაემატოს იმ სიას, რომელზეც ,,სახალხო კრება" მოლაპარაკებას წარმართავს ბიძინა ივანიშვილთან. მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ უახლოეს ხანებში, თქვენ კიდევ დამატებით მოისმენთ ინფორმაციას", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა ,,სახალხო კრების" რამდენიმე ლიდერს ,,ქართული ოცნების" სახელით მაჟორიტარობა შესთავაზა.