ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს 2010 წლის სამოქმედო გეგმას იწონებს.
ქართული მხარის მიერ მომზადებული წლიური სამოქმედო გეგმის განხილვა და მისი დადებითად შეფასება ნატო-საქართველოს სხდომაზე მოხდა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გიორგი ბარამიძის განმარტებით, დოკუმენტთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები და რეკომენდაციებიც გამოითქვა, თუმცა საბოლოო ჯამში, აღინიშნა, რომ გეგმაში სწორადაა გაწერილი ის რეფორმები, რამაც ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოება უნდა გამოიწვიოს.
მისივე განმარტებით, ის წლიური სამოქმედო გეგმის საბოლოო ვარიანტს, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დასამტკიცებლად თებერვლის ბოლოს, კვლავ ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში წარადგენს.
შეგახსენებთ, რომ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გუშინ გაიმართა. მას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში აკრედიტებული საელჩოების პოლიტიკური მდივნები ესწრებოდნენ.