ლეგენდარული ქართველი მომღერლის გოგი დოლიძის ახალი ალბომი და კომპაქტ დისკი შემოდგომაზე გამოვა.
კომპანია "ბრავო რეკორდს"-ის მიერ აღმოჩენილი იქნა გოგი დოლიძის ვოკალის (11 სიმღერის) უნიკალური ჩანაწერები. სწორედ ეს ჩანაწერები შევა ახალ ალბომში, რომელიც გაფორმდება ახალი სახის, დასავლეთის მუსიკალურ ინდუსტრიაში არსებული სტანდარტების შესაბამისი არანჟირებით. კომპოზიტორი და დირიჟორი ზვიად ბოლქვაძე.
ქართველ მსმენელს მიეცემა საშუალება კიდევ ერთხელ გაიხსენოს გოგი დოლიძის შემოქმედება და მოუსმინოს მის სიმღერებს ახლებური არანჟირებით.
გოგი დოლიძის ახალი ალბომი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გამოვა.