აშშ-ის, ევროპისა და აზიის მარეგულირებლები მსოფლიოს რიგ უმსხვილეს ბანკს ამოწმებენ. ბანკები ეჭვმიტანილები არიან ბანკთაშორის დაკრედიტების განაკვეთების მანიპულირებაში.
შემოწმებას დაექვემდება Citigroup-ი, JP Morgan-ი და Deutsche Bank-ი.
აშშ-ის მარეგულირებელმა Barclays Bank-ი უკვე დააჯარიმა 452 მილიონი აშშ დოლარით.
ბრიტანელი და ამერიკელი მარეგულირებლების განცხადებით, Barclays Bank-ი აწვდიდა არასწორ ინფორმაციებს ბანკის ვალების შესახებ, რათა გაეზარდა მოგება და შენარჩუნებინა მყარი იმიჯი.
დიდი ბრიტანეთის საფინასო ზედამხედველობის სამსახური მიიჩნევს, რომ საბაკო დაკრედიტების მხრივ ყველაზე მეტი მანიპულაცია 2005 - 2009 წლებზე მოდის.