აშშ-ის კოლორადოს შტატში, ხანძრი 62 კვადრატულ კილომეტზე გავრცელდა. ხანძრის გამო, რომელიც საცხოვრებალ კვარტალებსაც გადაედო, ევაკუირებული მოსახლეობის რაოდენობამ 32 ათასს გადააჭარბა. ევაკუაციის პროცესი ჯერაც გრძელდება.
მოსახლეობის გარდა, ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნით, განხორციელდა აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების აკადემიის ევაკუაციაც.
"ხანძრის პირობები ურთულესია. იქაურობა ანთებული ღუმელივითაა", - აცხადებს კოლორადოოს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურრის უფროსი ენ რის-სიკორი.
კოლორადოს ტერიტორიაზე ამჟამად ხანძრის ექვსი დიდი კერააა. ხანძარის ჩაქრობაში რამდენიმე ასეული მეხანძრე და მოხალისე მონაწილეობს. პროცესში ჩართულია 70 ერთეული მფრინავი საშუალება.
ხვალ კოლოდარო-სპრინგსში აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჩავა და თავად დაათვალიერებს სრტიქიის მიერ მოსახლეობისთვის მიყენებულ ზიანს.
მასალის გამოყენების პირობები