ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრა გაიმართება. ლიდერთა შეხვედრამდე ერთი დღით ადრე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საფრაგეთის პრეზიდენტთან ფრანსუა ოლანდთან გამართა შეხვედრა.
ორ ქვეყანის პოზიცია ევროკავშირის ფინანსურ პოლიტიკასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად განსხვავებულია.
გერმანია წინააღმდეგია წევრი ქვეყნების დავალიანების "ფედერალიზაციის" და ევრობონდების შემოღების. საფრანგეთი კი მოითხოვს შემდგომ ინტეგრაციას და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას.
მერკელის განცხადებით კრიზისის დასაძლევად "ერთიანი მაგიური ფორმულა არ არსებობს".
სავარაუდოდ, ევროკავშირის ლიდერები მოიწონებენ 130 მილიონი ევროს მოცულობის ეკონომიკური ზრდის გეგმას, რომელიც იტალიის პრემიერმა მარიო მონტიმ წარადგინა.
გეგმა გათვლილია 10 წელზე და მიმართულია ევროზონის ქვეყნებში ფინანსური დისციპლინის გასამკაცრებლად.
გეგმის მოწნააღმდეგეები აცხადებენ, რომ ის ვერ შეძლებს ევროკავშირის წინაშე არსებული პრობლემის გადაწყვეტას.