პირის თანამდებობაზე დანიშვნა მხოლოდ კონკურსის წესით მოხდება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შედის.
პროექტის თანახმად, პირის თანამდებობაზე დანიშვნა უნდა მოხდეს მხოლოდ კონკურსის წესით, ამასთან კონკურსის წესით თანამდებობაზე დანიშვნის პირობა გავრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებზედაც.
ამასთან, კანონპროექტი იმ შეზღუდვის გაუქმებასაც ითვალისწინებს, რომლის თანახმად, შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ მოხელის დაწინაურება, რომელიც დაკავებულ თანამდებობაზე მსახურობდა არანაკლებ 6 თვისა.