ბრიუსელში მიხეილ სააკაშვილსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცს შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება ევროკავშირთან მიმდინარე მოლაპაკებების პროცესში არსებულ პროგრესზე გაამახვილეს. კერძოდ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და უვიზო მიმოსვლასთან მიმდინარე დაწყებულ დიალოგში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს.
მხარეებმა რეგიონალური უსაფრთხოების თემა და შიდა პოლიტიკური ვითარება განიხილეს.
პრეზიდენტმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოთქვა სრული მზაობა იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ევროპელი დამკვირვებელი დაესწროს ევროპარლამენტიდან ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების პროცესს.
თავის მხრივ, მარტინ შულცმა სრული მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.