ხვალ, 28 ივნისს, აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში მოკლულ ბექა ზარდიაშვილის ცხედარს საქართველოში ჩამოასვენებენ.
შეგახსენებთ, მკვლელობაში ეჭვმიტანილი 26 წლის ზამანი ლოუსონია სამართალადამცველებმა მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს. იგი გარდაცვლილის თანამშრომელი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ბალტიმორის პოლიციის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ზარდიაშვილს დანით სამი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მათ შორის ერთი კისერში, რის შედეგადაც ის საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.