საქართველოს ელჩმა მალხაზ მიქელაძემ საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებათა სიგელები გადასცა პანამის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რიკარდო მარტინელის.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდგომ, პანამის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე, საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. მხარეების მიერ აღინიშნა ურთიერთობების გაღრმავებისათვის მზაობა პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურის სფეროებში, გამოიხატა მადლიერება პანამის მხარის მტკიცე პოზიციასთან დაკავშირებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
საქართველოს ელჩმა პანამის პრეზიდენტს დაუდასტურა საქართველოს მხარის მოპატიჟება საქართველოში.