"ქრისტიან-დემოკრატების" წევრი ლევან ვეფხვაძე ხელისუფლებას საკაბელოებიდან მაუწყებლების გათიშვის შემდეგ მოსალოდნელ დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით აფრთხილებს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, ე.წ. masT qerisთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის განხილვისას
ვეფხვაძემ განაცხადა, რომ არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე მაუწყებლების გათიშვამ შეიძლება ხალხის გაღიზიანება და დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.
ვეფხვაძემ მოუწოდა მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, კანონპროექტის დამტკიცებამდე გაითვალისწინონ, რომ ისინი ქვეყანაში სტაბილურობის გარანტორები არიან და ნუ გათიშავენ მაუწყებელს არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე.
კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ნუგზარ წიკლაურმა მას შეახსენა, რომ ქვეყანაში სტაბილურობის გარანტორი ხელისუფლებასთან ერთად, მთელი პოლიტიკური სპექტრია.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის თანახმად, მაუწყებლობის სავალდებულო ტრანზიტი ორ თვeს გაგრძელდება და იგი მოქმედებას შეწყვეტს არჩევნების წინა დღეს, პოლიტიკური რეკლამის აკრძალვასთან ერთად.