საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი რამდენიმე თვეა მუშაობს გალაკტიონ ტაბიძის 120, ვაჟა-ფშაველას 150 და ბეჭდური "ვეფხისტყაოსნის" 300 წლისთავის იუბილესადმი მიძღვნილი მინიატურული ილუსტრირებული ხუთტომეულის გამოცემაზე.
ხუთტომეულზე მუშაობენ თანამედროვე მხატვრობის საუკეთესო წარმომადგენლები: რუსუდან ფეტვიაშვილი, ქეთი მატაბელი, გია გუგუშვილი, ზურაბ ხაბაძე, გიორგი წერეთელი.
ამასთანავე მკითხველი პირველად ნახავს მხატვრის ირაკლი ფარჯიანის მიერ დასურათებულ გალაკტიონს.
ხუთტომეული გამოიცემა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.