27 ივნისს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 9 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სახელმწიფო ობლიგაციები, დაფარვამდე დარჩენილი ვადით 900 დღე.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 30 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.89 პროცენტით, მაქსიმალური - 7.03 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 6.95 პროცენტით განისაზღვრა.