"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერებმა გიორგი თარგამაძემ, ლევან ვეფხვაძემ და მაგდა ანიაკშვილმა, პარტიის სათაო ოფისში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მოძრაობის ლიდერებმა მოსახლეობას საგადასახადო სისტემის საკუთარი ხედავ გააცნეს, რომლის ინიცირება "ქრისტიან-დემორკატებმა" საქართველოს პარლამენტში გასულ კვირას მოახდინეს.
აღნიშნული ინიციატივა დამტკიცებულია და უკვე კანონის სახეს წარმოადგენს .
ცვლილების მიხედვით დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფოს უხდიან 20% საშემოსავლო გადასახადის სახით, საშუალება ექნებათ ამ 20 პროცენტიდან 2 პროცენტი დაგროვების ფონდებში გადარიცხონ, სადაც 10 წლის განმავლობაში შეეძლებათ დააგროვონ აღნიშნული თანხა ან სადაზღვეო კომპანიაში გადაამისამართონ, რაც ოჯახებისთვის ჯამრთელობის დაზღვევის კუთხით სერიოზული შეღავათი იქნება.
"წინადადება, რომელიც ჩვენს მეირ იყო შეთავაზებული გასულ კვირას საქართველოს პარლამენტში მთავრობისათვის, რომელიც იქნა გაზიარებული და უკვე მიღებულ კანონს წარმოადგენს, ითვალისწინებს იმას, რომ საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი ნებისმიერი ადამიანი ყველა დასაქმებული მნიშვნელობა არ აქვს საჯარო თუ კერძო სექტორში, რომელიც იღებს ხელფასს და 20 პროცენტს უხდის სახელმწიფოს საშემოსავლო გადასახადის სახით 2 %-ი მას უთავისუფლდება იმისათვის, რომ გადაამისამართოს ან დაგროვებით ფონდებში რომლის შედეგსაც 10 წელი უნდა ელოდოს ან შეიძინოს სადაზღვევო პაკეტი . ეს არის დაახლოებით 200 მილიონი ლარი რომელიც ყოველწლიურად შეიძლება გამოთავისუფლდეს და გადამისამართდეს ჯანდაცვის სისტემაზე" განაცხადა გიორგი თარგამაძემ
დღესვე მადგა ანიკაშვილი და ლევან ვეფხვაძე თემქის დასახლებაში იმყოფებოდნენ, სადაც აღნიშნული ინიციატივა ვახტანგიშვილების ხუთსულიან ოჯახს გააცნეს.