ულიანოვსკის ლენინისკის სასამართლომ ოპოზიციონერი სერგეი უდალცოვი ადგილობრივი სტუდენტი გოგონასთვის ზიანის მიყენებაში ბრალდებულად ცნო და მას სავალდებულო 240 საათის განმავლობაში საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯა.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის სერგეი უდალცოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ულიანოვსკელი სტუდენტის ანა პოზდნიაკოვას სარჩელის საფუძველზე აღიძრა, რომელიც ამტკიცებდა, რომ 21 აპრილს ულიანოვსკში მიტინგის დროს უდალცოვმა მას ორჯერ ძლიერად დაარტყა. მისი თქმით, ეს მაშინ მოხდა, როდესაც გოგონა უდალცოვს კითხვებს უსვამდა და მას მობილური ტელეფონით იღებდა.
საქმის მასალის მიხედვით, უდალცოვის დარტმის შედეგად, პოზდნიაკოვამ ტვინის შერყევა, ქალა-ტვინის დახურული ტრამვა და სისხჩაქცევები მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ინტერნეტში არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც ეს გოგონა ღიმილით ამბობს, რომ მას უდალცოვმა დაარტყა, თუმცა სასამართლომ ამ ვიდეოფირის გათვალისწინებაზე უარი განაცხადა.
თავად უდალცოვი ბრალს უარყოფს.