უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ კრიმინალური ავტორიტეტი ედუარდ ასატრიანი გამოაძევეს. ასატრიანი კრიმინალურ სამყაროში "ასეტრინასა" და "ედიკ ტბილისსკის" ზედმეტსახელითაა ცნობილი. დეპორტირებული ე.წ. კანონიერი ქურდი "დედ ჰასანის" უახლოესი გარემოცვის წევრია.
ასატრიანს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა სამი წლის განმავლობაში ეკრძალება. ასატრიანი უკრაინის ტერიტორიაზე ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში დააკავეს. იგი მოსკოვის ქართული კრიმინალური საზოგადოების ფინანსისტია და კავშირი აქვს კრიმინალურ ავტორიტეტებთან, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის ადგილებში იხდიან სასჯელს.
უკრაინის ტერიტორიაზე "ედიკ ტბილისსკი" კრიმინალურ-კორუფციული კავშირების დასამყარებლად იყო ჩასული, ასევე მას ამ ქვეყნის ტერიტორიის ჩართვა ჰქონდა განზრახული მის მიერ კონტროლირებადი ბანდების გავლენის სფეროში.