ხვალ, 28 ივნისს, 10:30 საათზე, ფინანსთა სამინისტროში საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას (IDA) შორის ხელი მოეწერება დაფინანსების შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს მსოფლიო ბანკის მიერ დაახლოებით 43 მლნ აშშ დოლარის გრძელვადიანი და შეღავათიანი ფინანსური რესურსის (სესხის სახით) გამოყოფას აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მესამე პროექტის დამატებითი დაფინანსებისთვის.
შეთანხმებას ხელს მოაწერენ საქართველოს მხრიდან ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე, მსოფლიო ბანკის მხრიდან - რეგიონული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ელენე იმნაძე. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი.