ანალიტიკოსების ჯგუფმა "Bank of America Merrill Lynch"-მა ვლადიმერ ოსაკოვსკის მეთაურობით პროგნოზი წარმოადგინა იმის შესახებ, თუ როგორი იქნება რუსეთის 2020 წელს. ექსპერტებმა აღწერეს მთავარი საფრთხეები ეკონომიკისთვის და ივარაუდეს კიდეც, ვინ იქნება პრეზიდენტი რვა წლის შემდეგ.
რუსეთისთვის ზრდის მთავარი ფაქტორი - როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს - "ცუდი" დემოგრაფიაა. მუშახელის დეფიციტი დააჩქარებს ხელფასების ზრდას, კომპანიების დავალიანებების შემცირებას და შესაძლოა წარმოებების მოდერნიზაციასაც. ქვეყანა მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული ნავთობის ფასებზე და პოლიტიკური სიტუაციის განვითარებაზე ქვეყანაში.
რუსეთის ეკონომიკა მოკრძალებული ტემპებით გაიზრდება 2020 წლამდე პერიოდის განმავლობაში 3,9 %-ით. 10 წლის შემდეგ საპენსიო ასაკს რუსეთში დაახლოებით 22, 5 მილიონი ადამიანი მიაღწევს, თუმცა მათ შეცვლას სამუშაოზე მათ შეცვლას მხოლოდ 13,4 მილიონი ადამიანი მოახერხებს. დამსაქმებელს მოუწევს გამუდმებით გაზარდოს ხელფასები, რათა თანამშრომლები შეინარჩუნოს. ხელფასების ზრდა წლიურად 6,5 % იქნება. "ეს კი მივა იქამდე, რომ საშუალო ხელფასი 20 ათას რუბლიდან 2010 წელს 2020 წლამდე 45 ათას რუბლამდე გაიზრდება", _ ნათქვამია პროგნოზში.
მიგრანტების ნაკადი სიტუაციის არსებით ცვლილებას ვერ მოახდენს.
დასაქმებულების ცხოვრების დონე ხელფასების ზრდის დონის შესაბამისად გაიზრდება. ხელფასების ზრდის ფაქტორის გათვალისწინებით, ამერიკელი ექსპერტები რუსეთში საშუალო კლასის სამჯერ გაზრდას პროგნოზირებენ.
"ახლანდელი პოლიტიკური ელიტები, სავარაუდოდ 2020 წლის შემდეგაც მოინდომებენ ხელისუფლებაში დარჩენას - პუტინის მეოთხე ვადის შემდეგ ან ახალ ახალ ლოიალურ კანდიდატს მოისურვებენ. მსგავსი პერსპექტივები აუცილებლად დაკავშირებული იქნება მზარდ ეკონომიკურ მდგრადობასთან 2016-2018 წლებში. თუმცა ჯანსაღი ეკონომიკა შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს - რისკს წარმოადგენს შიდა პოლიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო განწყობილებებმა ხელი ვერ შეუშალეს პუტინის "პრეზიდენტად გახდომას ჯინი" უკვე ბოთლიდან გამოშვებულია და ესკალაცია შესაძლოს ნებისნიერ დღეს მოხდეს, რასაც ჩინოვნიკები ჯეროვნად ვერ აფასებენ. თუმცა თუ მათი პასუხი იქნება არა ლიბერალიზაცია, არამედ დემოკრატიული რეფორმების აკრძალვა და თუ საქმე რეპრესიებამდე მივა - ეკონომიკის მთელი მომხიბვლელობა გაცამტვერდება. ნავთობზე ფასების დაცემა და შიდა პოლიტიკის გამკაცრება "რუსული გაზაფხულის" ალბათობას ზრდის", _ ნათქვამია კვლევაში.