კომპანია General Motors-მა განაცხადა, რომ 475,4 ათას Chevrolet Cruze-ს უკან გამოიწვევს, რომელიც ამერიკულ საწარმოშია აწყობილი. მიზეზი ძრავის აალებაა.
ინჟინრებმა აღმოჩინეს, რომ ძრავის ნაწილებში აალებადი სითხე გროვდება. მდგომარეობის გამოსასწორებლად ძრავის გამოცვლაა საჭირო.
აღნიშნულ დეფექტს ყველა ავტომობილი შეიცავს, რომელიც აშშ-ში ოჰაიოს საწარმოში, 2010 წლის სექტემბრიდან 2012 წლის მაისამდეა აწყობილი. წუნდებული ავტომობილებიდან 413,4 ათასი აშშ-ში, 61,2 ათასი კანადაში, ხოლო დარჩენილი 701 ავტომობილი ისრაელში იყო გაყიდული.