შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კოალიცია ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი პროვოკაციად აფასებს და აღნიშნავს, რომ ,,ქართული ოცნებას" და ,,თავისუფალი დემოკრატები" კანონის ფარგლებში მოქმედებენ.
,,ეს არის ხელისუფლების მხრიდან პროვოკაცია, მეორეს მხრივ ვიტყვი იმას, რომ ჩვენი ორგანიზაცია, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია და ჩვენი კოალიცია არის ღია ორგანიზაცია, რომელიც ყოველთვის კანონის ფარგლებში მოქმედებს და ჩვენთვის ასეთი ინფორმაციები საინტერესო არ არის და ჩვენ ასეთი სახით ინფორმაციის მოპოვებას არ ვეწევით. სამწუხაროა, რომ ჩვენი ორგანიზაციის წევრები შესაძლოა ამ პროვოკაციის მსხვერპლი იყვნენ", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ირაკლი ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, რომ პოლიციელის მოსყიდვის ფაქტზე შსს კოალიცია ,,ქართული ოცნების" ორი წევრი დააკავა.