27 ივნისს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 25 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.440 პროცენტით, მაქსიმალური 8.840 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 8.644 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონის განაკვეთი შეადგენდა 9.8 პროცენტი. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.