დღეს, 27 იანვარს, 16:00 საათზე, სასტუმრო "ძველ თბილისში'' ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი 2009 წლის ბიუჯეტის მონიტორინგის შედეგებს გამოაქვეყნებს.
ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი 2009 წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს "საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულობის გაზრდა მონიტორინგის გზით".
პროექტი ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.