დღეს, 27 იანვარს, აშშ-ის კონგრესის ყოფილი წევრები საქართველოს დატოვებენ. ვიზიტის ფარგლებში ყოფილმა კონგრესმენებმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრები გამართეს. 26 იანვარს შეხვდნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს.
ყოფილი კონგრესმენები თბილისში 25 იანვარს ჩამოვიდნენ.