დღეს, 27 იანვარს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი სასტუმრო "რედისონში" ბიზნესმენებს შეხვდება. ფინანსთა მინისტრი ბიზნესმენებს 2009 წელს საბაჟო სფეროში გატარებულ რეფორმებსა და ელექტრონული დეკლარირების სისტემის შედეგებს გააცნობს.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საბაჟო სფეროში 2009 წელს საკმაოდ ბევრი რეფორმა გატარდა და ამ მიმართულებით მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელება
2010 წელსაც არის დაგეგმილი.
ბაინდურაშვილის განცხადებით, მთავრობა ყოველთვის ცდილობს გაასწოროს კანონმდებლობაში ის, რაც არის გასასწორებელი, იმისათვის რომ კომპანიებს ადმინისტრირება გაუმარტივდეთ.