უკრაინის უმაღლესმა სპეციალიზერებულმა სასამართლომ, რომელიც როგორც სამოქალაქო ისე სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავს დღეს დაადასტურა კანონიერება გადაწყვეტილებისა, რომელის მიხედვითაც უკრაინის მეორე პრეზიდენტს ლეონიდ კუჩმას ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობის საქმეში თანამონაწილეობა არ დაუდასტურდა.
თავის მხრივ, გიორგი ღონღაძის ქვრივი მიროსლავა ღონღაძე სამართლის ძებნას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში აპირებს. ეს განცხადება მისმა ადვოკატმა ვალენტინა ტელიჩენკომ გააკეთა.
"ფაქტობროვად, ღონღაძის მკვლელობის საქმეში უკვე ამოწურულია ნაციონალური ინსტრუმენტები მკვლელობის შემკვეთების მიმართ. მირისლავა კი ევროსასამართლოში ჩივილს აპირებს", _ აცხადებს ადვოკატი.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის მეორე პრეზიდენტის დაცვა სასამართლოს მიერ მიღებული ამ გადაწყვტირებით კმაყოფილია.
"ეს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაა. სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონიერება და სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება დაადასტურა",_ განაცხადა კუჩმას ადვოკატმა ვიქტორ პეტრუნენკომ და აღნიშნა, რომ რაც მალე საუსვამს წერტილს საზოგადოება მოარულ ხმებს იმის შესახებ, რომ ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობის საქმესთან კავშირი ლეონიდ კუჩმას აქვს მით უკეთესი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ უკრაინის ექს-პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას წინაათმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2011 წლის 21 მარტს აღძრა. კუჩმას ბრალი ედებოდა უფლებამოსილების გადაჭარბებაში, რამაც შემდეგ მკვლელობა გამოიწვია. კუჩმას აღმკვეთ ღონისძიებად გაუსვლელობის ხელწერილი დაუწესეს.