„კარლსბერგის" გათამაშებაში გამარჯვებული სამი ქართველი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩს საპატიო სტუმრების სტატუსით დაესწრო. სამივე გამარჯვებულის პორტუგალია-ჩეხეთის მატჩზე გამგზავრება, ვარშავაში ცხოვრება და სამშობლოში დაბრუნება, დაპირებისამებრ მთლიანად კომპანია "კარლსბერგმა" დააფინანსა.
გამარჯვებულები გიორგი გულბანი, ირაკლი ზარქუა და ლაშა კვიჟინაძე, მეოთხედფინალურ მატჩზე დასასწრებად სამდღიანი ვიზიტით თბილისიდან ვარშავაში გასული კვირის ბოლოს გაემგზავრნენ. დაბრუნებული გამარჯვებულები აღფრთოვანებას გამოხატავდნენ არა მხოლოდ მატჩზე მიღებული შთაბეჭდილებების, არამედ იმ დახვედრის გამოც, რომელიც მათ კომპანია „კარლსბერგმა", როგორც მასპინძელმა გაუწიათ.
„ვარშავაში ჩასულებს აეროპორტში კარლსბერგის წარმომადგენელი დაგვხვდა, რომელმაც სასტუმროში მიგიყვანა და გზაშივე გაგვიმასპინძლდა „კარლსბერგის" უგემრიელესი ლუდით. სასტუმროდან „კარლსბერგის" წარმომადგენელთან ერთად, პირდაპირ სტადიონზე გავემართეთ. მან ვიპ სტუმრებისთვის გამოყოფილ ლოჟაში მიგვაცილა. ესაა საუკეთესო ადგილი სტადიონის მთელ ტრიბუნებზე. პორტუგალია-ჩეხეთის თამაშმა ჩვენზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა. ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ ასეთ ზეიმზე დასწრების საშუალება მომეცემოდა. ამასთანავე, ვინაიდან ჩვენ ვიპ სტუმრების სტატუსით ვსარგებლობდით, შესვენებისას ჩვენთვის ცალკე გამოყოფილ ზონებში შესაძლებლობა გვქონდა წაგვეხემსა და დაგვეთვალიერებინა მოედნის ისეთი ზონები, რომლებიც მატჩზე დამსწრე გულშემატკივრებისთვის მიუწვდომელია და მხოლოდ განსაკუთრებული სტუმრებისთვისაა დაშვებული,"- განაცხადა „კარლსბერგის" ერთ-ერთმა გამარჯვებულმა გიორგი გულბანმა თბილისსში დაბრუნების შემდეგ.
მისივე თქმით, დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა მატჩის შემდგომმა წვეულებამაც, სადაც გამარჯვებული ქართველები „კარლსბერგის" საპატიო სტუმრების რანგში იყვნენ მიწვეული.
„ ეს იყო საოცარი დღეები, რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება. გამომგზავრებამდე „კარლსბერგმა" იმის საშუალებაც კი მოგვცა, რომ პოლონეთის ულამაზესი დედაქალაქი ვარშავა დაგვეთვალიერებინა და მხოლოდ ამის შემდეგ გაგვაცილეს თვითმფრინავამდე. უზომოდ მადლიერი ვართ „კარლსბერგის", რომ ასე მაღალ დონეზე შეასრულა დანაპირები და ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მეოთხედფინალის ნახვის საშუალება მოგვცა,"-აცხადებს გიორგი გულბანი.
„I SWEAR", ასე ერქვა კამპანიას, რომლის დაწყების შესახებაც კომპანია „კარლსბერგმა" 17 აპრილს ოფიციალურად განაცხადა და ფეხბურთის გულშემატკივრებს ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალზე გამგზავრების რეალური შანსი მისცა. კონკურსი, Facebook.com/Carlsberg Georgia-ზე წარიმართა. ყველა გულშემატკივარს, რომელსაც უკვე შეუსრულდა 18 წელი, ამ გვერდზე შეეძლო დაეწერა თუ რის გასაკეთებლადაა მზად მატჩზე დასასწრები საგზურის მისაღებად. მეორე ტურის ფინალისტები მიღებული ლაიკების რაოდენობის მიხედვით გამოვლინდნენ, სადაც წერილობით დადებული პირობა მათ მიერვე გადაღებული ვიდეოს ატვირტვის საშუალებით დაადასტურეს და საგზურის მფლობელები გახდნენ.