საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე სოფელ მერეთში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებთან გაკეთებულ სპეციალურ განცხადებაში აღნიშნა, საოკუპაციო ზოლთან სულ რამდენიმე მეტრში მცხოვრები მოსახლეობისთავის განსაკუთრებით მძიმეა იმის მოსმენა, რომ ომი დაიწყო საქართველომ.
მისი თქმით, გასაგებია, რომ ასეთი სიტყვები ასოცირდება ოკუპანტის ინტერესების დაცვასთან, თუმცა მიხუდავად ამისა ბაქრაძე მოუწოდებს მოსახლეობას ინცინდენტებისგან თავი შეიკავონ და საკუთარი პოზიცია მხოლოდ საარჩევნო ყუთთან დააფიქსირონ.
"დემოკრატია გულისხმობს ყველა აზრის მოსმენას, რომ ყველას მიეცეს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება და ყველამ თავი უნდა ავარიდოთ ნებისმიერ ინციდენტს, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს მაღი პოზიცია, ყველა პოლიტიკურ ძალას უნდა მიეცეს ხალხთან შეხვედრის შესაძლებლობა, რომ იყოს ტავისუფალი გარემო, საკუთარი ვერდიქტი კი ხალხმა მხოლოდ საარჩევნო ყუთებთან უნდა გააკეთოს" - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, გორის რაიონის სოფელ მერეთში ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას სტუმრობას დაპირისპირება მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ნაცემია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ქალებიც. შეხლა-შემოხლის დროს წარმოქმნილ ჭყლეტაში მოყვნენ ჟურნალისტებიც. დაზიანებულია რამდენიმე ავტომანქანა. შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები არ გამოჩენილან.
სოფელი მერეთიდან დაახლოებით 200 მეტრში რუსული საგუშაგოა.