პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალი ბოგდან ბორუსევიჩი მიიღო.
შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ საუბარი შეეხო პარტნიორობას საერთაშორისო არენაზე, თუ რას აკეთებს პოლონეთი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებასა და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
„იმედი მაქვს, რომ მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველო გაისად დაასრულებს მოლაპარაკების ძირითად ნაწილს იმ უმნიშვნელოვანეს თემებზე, რომელიც შეეხება თავისუფალ ვაჭრობას, საქართველოს მოქალაქეეების უვიზოდ გადაადგილებას და საქართველოს ასოცირებულ წევრობას", - აღნიშნა ბაქრაძემ.
პოლონელ სტუმრებთან საუბარი შეეხო ასევე, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემას, ქართულ-რუსულ ურთიერთობებს. ბაქრაძის თქმით, ქართული მხარე მადლობელია იმ უპირობიო მხარდაჭერისთვის, რომელიც პოლონეთს გააჩნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ.
,,ვისაუბრეთ ასევე მომავალ საპარლამნეტო არჩევნებზე და მოხარული ვარ, რომ მივიღეთ სტუმრებისგან თანხმობა, რომ პოლონელი პარლამენტის წევრები აუცილებლად ჩამობრძანდებიან, არჩევნებს დააკვიდდებიან და ეს იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და ასევე განიხილება ცალკე დელეგაციის გამოგზავნის შესაძლებლობა. რაც უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოდან, ჩვენი მეგობარი პარლამენტიდან არჩევნების დაკვირვებისთვის, მით უკეთესია ქართული დემოკრატიისთვის,, - დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.