მტკვარში 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.გარდაცვლილი მოქალაქეებმა ტაბიძის ხიდიდან შენიშნეს. ცხედარი მდინარიდან თვითმხილველმა ამოიყვანა.
გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა სავარაუდოდ დღეს მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
ამ დრომდე უცნობია გარდაცვლილი მამაკაცის ვინაობა. მას ექსპერტიზა ქალაქის პროზექტურაში უტარდება.