მაუწყებელს სავალდებულო ტრანზიტული გავრცელებისათვის, ანაზღაურების მოთხოვნის უფლება არ წარმოეშვება. აღნიშნულს ითვალისწინებს ე.წ. "Mast Carry"-სთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი, რომლის ინიცირებაც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
კანონპროექტის თანახმად, "საარცჩევნო კდოექსის" 51-ე მუხლს მე-17 პუნქტი ემატება, რომლის თანახმად, "საერთო არჩევნების გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლიდან არჩევნების დღემდე პერიოდში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი, ვალდებულია მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და ~მაუწყებლობის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული
ყველა საერთო მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში. ამ პუნქტის სატელიტური მაუწებლობის ლიცენზიით მაუწყებლობის არეალს წარმოადგენს ქვეყნის მთელი ტერიტორია. ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშვება ტრანზიტული გავრცელებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება".
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები სავარაუდოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პავლე კუბლაშვილი და ნუგზარ წიკლაური იქნებიან.