სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, იანვარ-მაისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა და 212 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მთელი ექსპორტის 22 პროცენტი. ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 108 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში - 11 პროცენტს. მესამე ადგილზე აზოტოვანი სასუქების ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 55 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 6 პროცენტი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანი-ზებული ვაჭრობის გარეშე) 4059 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 19 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 961 მლნ. აშშ დოლარი იყო (12 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 3097 მლნ. აშშ დოლარი (21 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2012 წლის იანვარ-მაისში 2136 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53 პროცენტი შეადგინა.