საქართველოში ექსპორტის მართვის სკოლა ფუძნდება. ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტის მენეჯერების სასერტიფიკატო კურსს განახორციელებს კავკასიის ბიზნესს კოლა, რომელიც კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გასცემს სერტიფიკატს (Certified Export Manager).
პროგრამის ხანგრძლივობა 3 დან 4 თვემდე განისაზღვრა. მსმენელთა შერჩევა მოხდება წერითი გამოცდისა და ზეპირი გასაუბრების საფუძველზე. პროგრამის მსმენელთათვის სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა. პირველ ეტაპზე კონკურსის წესით ივარაუდება 20-დან 25-მდე მსმენელის მიღება. სწავლების კურსი შემუშავებულია GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაცია) ბრიტანელი ექსპერტის მიერ მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ ირლანდიურ მოდელზე (Enterprise Irland) დაყრდნობით.
საქართველოს საექსპორტო პოტენციალი საგრძნობლად იზრდება, შესაბამისად საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო აქტიურად ახდენს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ. სხვადასხვა ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებთან მუშაობამ აჩვენა, რომ ბაზარზე არის მზარდი მოთხოვნა პროფესიონალ ექსპორტის მენეჯერებზე. სწორედ ამიტომ საინვესტიციო სააგენტოს ექსპორტის ხელშეწყობის სამსახურმა გადაწყვიტა ექსპორტის განათლების სკოლის ჩამოყალიბება. გამომდინარე იქიდან, რომ პროექტი საერთო საზოგადოებრივი და საჯარო ინტერესების რეალიზებისკენ არის მიმართული, პირველ საპილოტე კურსს ნაწილობრივ დააფინანსებს საინვესტიციო სააგენტო.
მასალის გამოყენების პირობები