თბილისის მერიისა და მასობრივი სპორტის ფედერაციის ორგანიზებით თბილისში არსებულ ორგანიზაციებს შორის, 9-24 ივნისს, სპორტული ფესტივალი ჩატარდა.
„თეგეტა მოტორსის" თანამშრომლებმა გამარჯვება სპორტის ყველაზე მეტ სახეობაში მოიპოვეს, და, საბოლოოდ, ფესტივალის გამარჯვებული კომპანია „თეგეტა მოტორსი" გახდა.
სპორტულ ფესტივალში მონაწილეობას შემდეგი კომპანიის გუნდები იღებდნენ: „თეგეტა მოტორსი", „რუსთავი 2", „რადიო იმედი", „ასტრა პარკი", „ლუტეცია", „პოპული" „ახალი ქსელები", „ავერსი", „ჯი პი სი" და გაზეთი „მსოფლიო სპორტი".
ტურნირი სპორტის შემდეგ სახეობებში მიმდინარეობდა: ჭადრაკი, ცურვა, კალათბურთი, მიზანში სროლა, ბილიარდი და კარტინგი.
ბილიარდში, ჭადრაკში, კარტინგებსა და ცურვაში კომპანიის თანამშრომლებმა პირველობა არავის დაუთმეს.
გამარჯვებულები ოქროს მედლებით, სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
მასალის გამოყენების პირობები