კომპანია „თეგეტა მოტორსი" სტუდენტებისთვის სპეციალურ კონკურსს „დაიწყე კარიერა წარმატებით" იწყებს. წინასწარ შერჩეული უნივერსიტეტების ბიზნესისა და ავტოსაინჟინრო მიმართულების მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს ეძლევათ შანსი, გახდნენ ერთ-ერთი მოწინავე გუნდის წევრები.
პროექტში მონაწილეობა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, გამოავლინონ საკუთარი ნიჭი, ცოდნა, უნარები და შრომისმოყვარეობა, წარმოადგინონ ახალი იდეები, გაიარონ 2 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება „თეგეტა მოტორსში" და, რაც მთავარია, დასაქმდნენ კომპანიის სტრატეგიული განვითარების პროექტებში.
პროექტში გამარჯვებული სტუნდენტები რამდენიმე ეტაპის მიხედვით გამოვლინდებიან: პირველი ეტაპი გულისხმობს საპროექტო დავალების შესრულებას, რომელიც დაინტერესებულმა სტუდენტებმა 2012 წლის 8 ივლისამდე უნდა გადმოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: career@tegetamotors.ge. წერილს თან უნდა დაერთოს რეზიუმე და სამოტივაციო წერილი.
საუკეთესო პროექტების ავტორებისთვის „თეგეტა მოტორსის" სათაო ოფისში მოეწყობა ღია კარის დღე და შეხვედრა კომპანიის უმაღლეს მენეჯმენტთან, სადაც პროექტის მონაწილეებს მიეცემათ შანსი გაეცნონ კომპანიის საქმიანობის სპეციფიკას და გაიზიარონ მრავალწლიანი წარმატებული განვითარების გამოცდილება.
შემდეგი ეტაპები პროექტების დეტალურ დამუშავებასა და კომპანიის მენეჯმენტთან ინდივიდუალურ გასაუბრებებს დაეთმობა.
ივლისის ბოლოს გაიმართება დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელზეც გამოვლინდებიან გამარჯვებული სტუნდენტები.
კონკურსის ძირითადი პირობები
პროექტში მონაწილეობენ შემდეგი სასწავლებლების ბიზნესისა და ავტოსაინჟინრო მიმართულების მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები:თავისუფალი უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
საპროექტო დავალება:
სტუდენტებმა უნდა აირჩიონ ერთ-ერთი მოცემული სამი თემიდან და მოამზადონ ნაშრომი: საქართველოს მსუბუქი ავტომობილების ბაზრის ანალიზი; ინოვაციური ბიზნეს იდეა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ავტობიზნესის შემდგომ განვითარებას (ავტომობილებისა და ავტოპროდუქტების წარმოება, ვაჭრობა და გაყიდვის შემდგომი მომსახურება და სხვ.); თანამედროვე მსოფლიო ავტოინდუსტრიაში მიმდინარე ძირითადი ტენდენციები;