საიუველირეო  მაღაზიის  დაყაჩაღებასთან  დაკავშირებით იტალიაში საქართველოს ორი მოქალაქე - მამა-შვილი დააკავეს. 
შუახნის მამაკაცისა და ახალგაზრდა გოგონას  დაკავება ქალაქ გენუაში მოხდა. 
სამართალდამცავებმა ჩხრეკისას მამა-შვილს  რამდენიმე ათასი ევროს ღირებულების ძვირაფასეულობა და მეტადონი აღმოუჩინეს. 
 
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოუძიება. საქართველოს მოქალაქეებს წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.