აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ეგვიპტის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, მუჰამედ მუსრის, არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ობამამ მუსრი დაარწმუნა, რომ აშშ კვლავაც გააგრძელებს ეგვიპტის მხარდაჭერას დემოკრატიის მშენებლობის საქმეში.
ობამა ტელეფონით ესაუბრა არჩევნებში დამარცხებულ კანდიდატს აჰმედ შაფიკს და მოუწოდა, ეროვნული თანხმობის მისაღწევად, გააგრძელოს პოლიტიკური მოღვაწოება.
ეგვიპტის პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაღუმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიმ ჰეიგმა.